ბენო სთოუნი

კომპანია “ბენო სთოუნი” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სხადასხვა ფერის ბუნებრივი ქვების ფართო აჩევანს, როგორიცაა მარმარილო, გრანიტი,ტუფი,კირქვა, ტრავერტინი,ონიქსი, ტრაონიქსი დეკორატიული ქვა და სხვა.
ბუნებრივი ქვა არის მარადიული ელეგანტურობის, მიმზიდველი დიზაინისა და ეკომეგობრული მასალის სიმბოლო. ბუნებრივი ქვა არ კარგავს თავის მიმზიდველობას დროთა განმავლობაში, ის როგროც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს ანიჭებს მდიდრულ იერსახეს. თანამედროვე ინტერიერისთვის და დეკორაციებისთვის არსებობს უამრავი სახეობის ბუნებრივი ქვა, მათ შორის აღსანიშნავია ელეგანტური მარმარილო, გამძლე გრანიტი, წარმტაცი ონიქსი და სადა ტრავერტინი.

Marble-beno - 2

მარმარილო

მარმარილო “მბზინავი ქვა”- წარმოადგენს მეტამორფულ ქანს, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია დედამიწის ქერქში სითბოს, წნევისა და სხვა ბუნებრივი ფაქტორების შედეგად. ის ძირითადად გამოიყენება ქანდაკებებისთვის, ასევე კლასიკურ სამშენებლო მასალად შიდა ინტერიერის მოსაწყობად და დეკორაციების შესაქმნელად. მეტამორფული თვისებების, წარმოშობის რეგიონის, მასში მინერალების, კერძოდ კალციტის (კირქვა) რაოდენობრივი შემადგენლობის მიხედვით, არსებობს სხვადასხვა ტექსტურისა და ფერის მქონე მარმარილოს ქვები.მარმარილო რჩება მარადიული მშვენიერების სიმბოლოდ თანამედროვე დიზაინის სამყაროში.

გრანიტი

გრანიტი არის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი ქვა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით. ის მოითხოვს მინიმალურ მოვლას. გრანიტის ძირითად შემადგენლობაში შედის კვარცი და მინდვრის შპატი, რაც ანიჭებს მას ბუნებრივ სიმტკიცეს. გრანიტის წარმოქმნა დაკავშირებულია ბუნებაში მიმდინარე ექსტრემალურ პროცესებთან, რაც განაპირობებს მის მყარ სტრუქტურის
ჩამოყალიბებას.ფერისა და სისქის მიხედვით გრანიტის ქვის სხვადასხვა სახეობები არსებობს, სისქე მერყეობს 2 სმ-დან 3 სმ-მდე, სიგანე– 20სმდან 70სმ–მდე ჩვენ შეგვიძლია თქვენთვის სასურველი ზომების გრანიტის ქვის დამზადება.

granite-wall
Travertine

ტრავერტინი

ტრავერტინი წარმოადგენს კირქვული ტიპის ბუნებრივ ქვას. მისი ფორმირება ხდება კალციუმით მდიდარი წყლების გარემოში.წყლის ზემოქმედების შედეგად ტრავერტინს ახასიათებს ზოლები, ხოლო გაზების ზემოქმედება განაპირობებს ქვის ფოროვან სტრუქტურას. აქედან გამომდინარე ტრავერტინის ქვას აქვს კონცენტრიული ტექსტურა და ფოროვანი ზედაპირი. გაპრიალების შედეგად შესაძლებელია ქვის გლუვი ზედაპირის მიღება. ტრავერტინის ქვის ფერები მერყეობს ნაცრისფერიდას წითელი მარჯანის შეფერილობამდე.

ონიქსი

ულამაზეს, გამჭვირვალე და მრავალფეროვან ონიქსის ქვას “ბელადების ქვას” უწოდებენ, მას ინტერიერში შემოაქვს მდიდრული იერსახე ონიქსის ქვის ფილები თავისი უნიკალური დინამიური ტექსტურით ქმნის დამაინტრიგებელ,მომაჯადოვებელ გარემოს. ის გამოიყურება, როგორც ძვირფასი ქვა ქარვის ტალღოვანი ხაზებით, სპილოს ძვლის ფერთან შეზავებული თეთრი სითხისმაგვარი ფაქტურით.

ონიქსის ქვას გააჩნია ყველაზე გასაოცარი ტექსტურული თავისებურებები მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნების მხატვრული ტილო.

ონიქსის ქვა სტრუქტურული თავისებურებების გამო ადვილად ნათდება, რაც ქვის ფერებს უკეთ წარმოაჩენს. განათებული ონიქსის ქვა ძალიან უხდება სახლის, სასტუმროს, რესტორნის ინტერიერის კედლებს, რესტორნის ბარებს, სასტუმროს ვესტიბიულებს.

ონიქსი ნახევრად ძვირფას ქვათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც გეხმარებათ ნეგატიური აურისგან თავის დაღწევასა და წარმატების მოზიდვაში.

Onyx-2